LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევა თუ არა რატი დურგლიშვილის დედა შვილის არჩევანში: „ვეუბნებით, რომ დროა დაოჯახდეს, მაგრამ არ გვიჯერებს…“

370
რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილის დედა, მანანა ომიაძე ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, რამდენად ურჩევს ოჯახი რატის დაქორწინებას:

„როგორ არა, ვეუბნებით, რომ დროა დაოჯახდეს, მაგრამ არ გვიჯერებს. კანდიდატების არჩევაში მე არ ვერევი. მიუხედავად იმისა, რომ სულ გარეთაა, ოჯახური სითბო ძალიან უყვარს. ვფიქრობ, რომ ოჯახის არაჩვეულებრივი, მზრუნველი უფროსი იქნება.

როგორი გოგონა წარმოგიდგენიათ მის გვერდით?

რატის მეუღლე, პირველ რიგში, მისი მეგობარი უნდა იყოს. ოჯახი უნდა უყვარდეთ და სხვა დანარჩენი ყველაფერი თავისით იქნება.

როცა რატი ვინმეთია გატაცებული, ამას ოჯახში ატყობთ ხოლმე?

ადრე უფრო ვიცოდი, ახლა – ნაკლებად. ხანდახან თუ წამოვაცდენინებ ხოლმე რაღაცებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g