LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს

33

ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

ასეულობით ავტომობილი აეროპორტში მისვლას ან იქიდან ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ათობით ადამიანი ტოვებს საკუთარ ავტომობილებს და რეისზე დაგვიანების შიშით აეროპორტის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებიან.

ეს სიტუაცია უხეშად არღვევს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მოგიწოდებთ, გახსნათ ავტომაგისტრალი, – მიმართა მომიტინგეებს პოლიციის წარმომადგენელმა, თუმცა მომიტინგეებმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა, ნიკოლ ფაშინიანმა, საკუთარ მომხრეებს სამოქალაქო დამოურჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები