LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში სამუშაო დღის ადრე დასაწყებად 7 საათზე ქალაქს მუსიკა გააღვიძებს – მერის ინიციატივა

130
Untitled design (9)

ამიერიდან, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს სამუშაოს დაწყებამდე მუსიკის ხმა გააღვიძებს.

ინიციატივის ავტორი ერევნის მერი ჰრაჩია სარქისიანია, რომელიც აცხადებს, რომ ამ იდეის განხორციელების შემდეგ ქალაქი ადრე გაიღვიძებს და სამუშაო დღეც ადრე დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.

„ამიერიდან, ყოველდღე, დილის 07:00 საათზე, მუსიკას, რომელიც მერიის საათიდან გვესმის, დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში გაიგონებენ.

გარდა ამისა, ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ დღის საათს და ჰაერის ტემპერატურას LED-ეკრანზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის სახურავზე დამონტაჟდება“, – წერს ერევნის მერი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g