LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ ქიტუაშვილი, იგივე დავიდიჩი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

41

გუშინ მოსკოვში პოპულარული ბლოგერი, ტელეწამყვანი და ავტომოყვარული ერიკ დავითის ძე ქიტუაშვილი, იგივე ერიკ დავიდიჩი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავება სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა. დავიდიჩის სასამართლო პროცესი ხვალ, დღის განმავლობაში გაიმართება. სავარაუდოა, რომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ თემასთან დაკავშირებით ერიკ დავიდიჩის მეგობრები წერენ: ”მეგობრებო, საქმე რაღაც გაურკვევლობასთან გვაქვს. საქმე იმაშია, რომ ერიკი არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმე სერიოზულს დააშავებს. მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხვდებით რაში ადანაშაულებენ მას.”

შეგახსენებთ, რომ ერიკ დავიდიჩი როგორც ქართველ, აგრეთვე რუს ავტომოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის საავტორო გადაცემას, უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. დავიდიჩი ხშირად სტუმრობს საქართველოსაც და სწორედ ერიკი გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც ქართველი მრბოლელის გიორგი თევზაძის ხსოვნას მთლიანი გადაცემა მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები