ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ერკეთის დედათა მონასტრის დედაოების ფოტოს ავრცელებს.
„ერკეთის მონასტრის დედები.
მარცხნიდან მე-7 დედა მარიამია, რომლის ძალისხმევას უკავშირდება მონასტრის აღორძინება“, – წერს გოგა ჩანადირი.
დედაოების ფოტოებს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს.
ცნობისთვის, IX საუკუნის ერკეთის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით მდებარეობს. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ეკლესიაში შემორჩენილია IX საუკუნის კარი და ფრესკები.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2450163935283826&id=100008707309211