თუ ჯერ არ შეგირჩევიათ გარდერობი ახალი წლის დღესასწაულებისთვის, თავისუფლად შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი არჩევანი Ermenegildo Zegna-ს ახალ კოლექციაზე.
კანონიკური სმოკინგი და კლასიკური შარვალი, თეთრი პერანგი, ვერცხლის საკინძეები და შავი ზამშის ხელთათმანები – მართლაც საუკეთესო მოდელები გაერთიანდა ერთ კოლექციაში. თუ ორიგინალურ და ყველასგან განსხვავებულ მოდელს ეძებთ, მაშინ ყურადღება ქიშმირის ქამრიან კარდიგანზე შეაჩერეთ, რომელიც ძალიან ჰგავს მე-20 საუკუნის დასაწყისის არისტოკრატულ კიჯაკს.