LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება, რომ მინიმუმ მარტის სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

18
მონეტა8რული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. რეგულატორი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალ წლამდე არ ვარაუდობს.

მაღალი ინფლაციის ფონზე ამის მოლოდინი 2022 წელს არც ანალიტიკოსებს აქვთ.

ერთობლივი მოთხოვნის ზრდის, ექსპორტისა და ტურიზმის გაუმჯობესებული მაჩვენებლების გამო საქართველოს დიდი ალბათობით, წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

თუმცა მომავალ წელს ის დაახლოებით 5%-მდე ჩამოვა. როგორია მაკროეკონომიკური პარამეტრები და რა მოლოდინი აქვთ ანალიტიკოსებს.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად საინვესტიციოს ბანკის,  „გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე საუბრობს.

 

 

 

– ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი, როგორც მოსალოდნელი იყო 11 %-ზე დატოვა. ზრდას არავინ ვარაუდობდა. თუმცა არაპროგნოზირებადი გარემოს გამო წინასწარ ძალიან რთულია რამის თქმა. თავად ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ 2023 წლიდან სხვა თანაბარ პირობებში შესაძლებელი იქნება მონეტარული პოლიტიკის შერბილება.

რა პროგნოზი გაქვთ „გალტ ენდ თაგარტში“?

– ჩვენთვის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის პერიოდში განახორციელა ახალი მაკროფუნქციური ფუნქციების შემოღება, მანამდე გვქონდა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ამ ყველაფერმა საბანკო დაკრედიტებაზე გავლენა იქონია და ამ არხით ფასების დონეზე დაწოლა მეტ-ნაკლებად შენელებულია.

ჩვენ ვიცით, რომ საბანკო პორტფელის ზრდის ტემპი სექტემბერში, 13,7% იყო, მაშინ როცა გასული წლის ბოლოს 18% იყო.

ამ კუთხით, ეროვნული ბანკის მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება იმას, როდის შეიძლება გადავიდეთ შერბილებაზე, ეროვნული ბანკის განცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ როდესაც ისინი დაინახავენ, ინფლაციის შემცირების ტრენდს და ეს იქნება საგრძნობი, ამის შემდეგ მიიღებენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე გადაწყვეტილებას.

ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია ნოემბრიდან გააგრძელებს შემცირების ტრენდს. მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციას 9. 2 %-ის ფარგლებში ველოდებით. ეს გაგრძელდება მომდევნო წლის დასაწყისიდანაც. ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება, რომ მინიმუმ მარტის სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს.

– წლევანდელი ეკონომიკური ზრდის რამდენიმე ფაქტორი იყო, ექსპორტიც გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესდა ტურიზმი, რომლის ნაწილი იყო მიგრანტების ორი ტალღა. მარტის და სექტემბრის.

თუმცა არაა გამორიცხული, რომ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმდეს და კიდევ ერთი ტალღა მივიღოთ,  რომელსაც ერთჯერადი ეფექტი აქვს.

ეკონომისტებიც როდესაც ამ საკითზე საუბრობთ, ამბობთ, რომ ამ ეფექტებზე დაყრდნობა და ოცნების კოშკების აგება არ ღირს. რამდენად დიდი იყო მიგრანტების ორი ტალღა ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე?

– ფაქტია, რომ მიგრანტების ეფექტი საკმაოდ მაღალია. ეს ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ მშპ-ს კონტრიბუციაში  მოხმარების წილი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. თუმცა ამასთან უნდა შევხედოთ, ინვესტიციებს, რომელსაც კლების ტენდენცია ჰქონდა, მეორე კვარტალის მონაცემებით საკმაოდ გაზრდილია და თუ ეს ტრენდი გაგრძელდება, ეს იქნება ერთ-ერთი პოზიტიური, რამაც საშუალოვადიან ეკონომიკაზე უნდა იმოქმედოს.

რაც შეეხება, განგრძობით ეფექტს, რომელზედაც შეიძლება, 2023 წელს ვისაუბროთ, სავარაუდოდ იქნება ის, რომ ქვეყანაში დარჩება მიგრანტების 50 %. ეს გარკვეულწილად პოზიტიურ გავლენას იქონიებს ტურიზმის შემოსავლებზე და ამაზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ 2023 წელს 4.8 %-ით გაიზრდება.

ბაზა 2022 წლის ბაზაც მაღალი იყო და ეს მიგრანტების ეფექტმა დაძლია.

მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, მიმდინარე წელს ჩვენი განახლებული პროგნოზით 10, 2%-იან ზრდას ველოდებით და მომდევნო წელს 4, 8 %-იან ზრდას ველოდებით და ამ ზრდაშიც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ისევ და ისევ ტურიზმის გამოცოცხლება.

ვფიქრობთ, რომ ფულადი გზავნილები გაგრძელდება რაღაც პერიოდი, ამასაც დადებითი ეფექტი ექნება. მთავრობის ბიუჯეტის კაპიტალური ხარკჯები წინა წლებთან შედარებით მცირედით შენელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი მხარდამჭერი იქნება ეს.

– ჩვენ ერთად ვესწრებოდით „აიდიეფაის“ ბიუჯეტის ანალიზს, სადაც გამოითქვა ანალიზი, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.

რამდენად მზად არის და რამდენად სწორად ხვდება მთავრობა 2023 წელს და იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება ჩვენს ეკონომიკაში იყოს.

– მომდევნო წელს მეორადი ვარიანტი უკვე  არის  პარლამენტში შესული და ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ არის. ასევე ვალის დონე 40 %-ს სცდება და 39%-ის ფარგლებშია.

ამ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს მისასალმებელია და საშუალოვადიან პერიოდშიც ფისკალური წესი დაცულია, მაგრამ თუ შევხედავთ  გრძელვადიანი პერიოდს,  ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ  დაფინანსებები , რომელიც მიედინება როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე კაპიტალური მიმართულებით ხარისხიანი იყოს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფასთარგებლიანობის ანალიზის გაკეთება. სუბსიდიების მიზნობრიობა, რომელიც მთავრობის მიერაა  2023 წლის ბიუჯეტში ჩადებული, კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო გაიზრდება და  არ იქნება მხოლოდ ისე განსაზღვრული, რომ მოკლევადიანი სირთულეები იყოს დაძლეული.

ვხედავთ, რომ ბიუჯეტი მთლიანად სოციალურად ორიენტირებულია უკვე რამდენიმე წელია და თუ მიზნობრიობა კიდევ უფრო დაიხვეწება სოციალურ მიმართულებაზე და კაპიტალური პროექტების ხარისხი გაიზრდება, ამას რა თქმა უნდა, მაღალი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, აამაღლებს ჩვენს პოტენციურ ეკონომიკურ დონეს.

– თუ მომავალი წლიდან ველოდებით რეფინანსირების განაკვეთის  შემცირებას, შეიძლება ჩვენს მკითხველს ვუთხრათ, რომ თუ გრძელვადიან სესხებზე ფიქრობენ, მომავალი წლის შუიდან იქნება კარგი პერიოდი, როდესაც  რეფინანსირების განაკვეთი შემცირებას დაიწყებს და გრძელვადიანი სესხები, მათ შორის ლარში, მოგეხსენებათ მიბმულია ამ ცვლად განაკვეთზე.

ანუ თუ 11%-იდან ქვემოთ წამოვა, სავარაუდოა, რომ მომავალ წელს შეიძლება დაკრედიტებაც წამოვიდეს, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზრდება.

– რა თქმა უნდა, უცხოური ვალუტის დაკრედიტება კიდევ უფრო გაიზრდება, ან საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურად მიმდინარეობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

რაც შეიძლება ადგილობრივ ვალუტაში  დაკრედიტებას, ჩვენი  მოლოდინია, რომ 2023 წლის ბოლოს 11 %-დან 9 %-მდე შენელდება. ამ კუთხით მოთხოვნის ზრდას ველოდებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g