LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეროვნულ ბანკს სრულად შეუძლია აკონტროლოს, რა კურსი იქნება”- პაატა შეშელიძე

98

„ლარი არის ეროვნული ბანკის პროდუქტი და მას სრულად შეუძლია აკონტროლოს, თუ რა კურსი იქნება და როგორი შეიძლება იყოს მოთხოვნა მასზე“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნასთნ“ საუბრისას, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, პაატა შეშელიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით დღეს შექმნილი მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება:

„ლარი უფრო ჭარბად მიეწოდება დღეს ბაზარს, ვიდრე ამის საჭიროება რეალურად არის. მთლიანად საბანკო სექტორი უფრო მეტს გასცემს, ვიდრე მას აქტივები გააჩნია და შესაბამისად, ეს არის სივრცე სპეკულაციისთვის. მეორე მხრივ, მთავრობა ასევე არაადეკვატურად იქცევა. მაგალითისთვის, გარდაუვალი უნდა ყოფილიყო სესხების აღებაზე უარის თქმა, საკუთარი ბიუჯეტის შემცირება, აქტიური პრივატიზების დაწყება, რომ რაღაცის შეძენა მაინც შეიძლებოდეს ლარზე“ – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანას ყველაზე მეტად პოლიტიკური ნების პრობლემა აქვს.

„ვერც ბანკებს და ვერც სხვა სტრუქტურებს, ვერ ექნებათ ვერანაირი პოლიტიკა, თუ მათ ამის საშუალებას არ აძლევს ეროვნული ბანკი. ანუ სისტემა არის ისეთი მანკიერი, რომ ბანკებს შეუძლიათ მანიპულირება, ისევე როგორც მთავრობას შეუძლია მანიპულირება. არ შეიძლება კერძო პირის ერთმა განცხადებამ, რომელიღაცა სპეკულანტის გარიგებამ შეარყიოს სისტემა, თუ თავად სისტემა ჯანსაღია. თუ მსგავსი მიზეზით სისტემის რყევა მარტივია, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ხარვეზიანია, მთავრობამ უნდა გადახედო მოდელს და რაციონალურად შეცვალოს ის. ეროვნული ბანკი არაადეკვატურია და მისი განცხადებები არანაირად არ ასახავს მოვლენებს, ასეთ ვითარებაში პატარა სპეკულაციასაც შეუძლია გამოიწვიოს აჟიოტაჟი“ – აღნიშნა პაატა შეშელიძემ

 

ავტორი ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები