LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს დასრულდება – გამოცდების ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

76
Untitled design (3)

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასასწრებად, აბიტურიენტების რეგისტაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

ცენტრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს ელექტრონული კრებულით “ცნობარი აბიტურიენტებისათვის”.

ცნობარში მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

▪  სიახლეები;

▪  რეგისტრაციის ინსტრუქცია და ვადები;

▪  ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

“ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური. მსურველებს შეუძლიათ იხილონ ასევე ცნობარი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.” – აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აბიტურიენტბმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:

➥ ძირითად ეტაპზე – 31 მარტის 18:00 საათამდე – აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.

➥ რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე – აბიტურიენტები შეძლებენ საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებსა www.naec.ge, online.naec.ge და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/www.naec.ge განთავსებულ ინფორმაციაზე და სთხოვს ყველა აბიტურიენტს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს: გამოცდების ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

magti 5g