LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეროვნულ მუზეუმში 2016 წლიდან მუშაობდა, ვუსამძიმრებთ მშობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“ – ეროვნული მუზეუმი ქეთევან ედიბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

1337
BeFunky-collage (1)

თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ფე­მი­ცი­დის მო­რი­გ ფაქ­ტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და მათი თანამშრომლის, ქეთევან ედიბერაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

როგორც ირკვევა, ქეთევან ედიბერიძე სამუზეუმო ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოხატავს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის…

Posted by Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი on სამშაბათი, 09 იანვარი, 2024

ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას“ კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა.

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

დაჭრილია გიორგი კავლელაშვილიც, მან ცოლის დაჭრის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა.

როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.

magti 5g