LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი ევრო 2024-თან დაკავშირებულ ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

123
საკოლექციო მონეტები

ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების დიზაინზე ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავა.

მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.

მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო – მხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოს. მონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო“.

მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი, რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ბრენდის ფილოსოფიას გადმოსცემს. მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.

ამჟამად, პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში, ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი მიმდინარეობს. მონეტების რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები