LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

69

ეროვნული ბანკი მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასებისა და შემოსავლიანობის მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურისა და ინსტრუმენტების დახვეწასა და განვითარებაზე. 2015 წლიდან ეროვნული ბანკი აქვეყნებს და რეგულარულად ანახლებს ლარის შემოსავლიანობის მრუდს. დამატებით ეროვნული ბანკი იწყებს მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასებისა და შემოსავლიანობის მონაცემების გამოქვეყნებას, რომელიც ეფუძნება ლარის შემოსავლიანობის მრუდს.

მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე. ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306 )“ – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g