LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის გაფრთხილება მეწარმე სუბიექტებს აფრთხილებს – რა შეიძლება გამოიწვიოს ვალუტის გადაცვლის უნებართვოდ წარმოებამ 

91
ვალუტის ჯიხურები

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობის შესახებ აფრთხილებს.

“სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა.

მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g