ეროვნული ბანკი, თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს.
მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს, თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება.
ამასთან, საწყის გვერდზე გამოჩნდება მხოლოდ იმ დღის ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი. წინა დღის კურსის სანახავად, თქვენ შემდეგ გვერდზე გადასვლა მოგიწევთ.