LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 30 მლნ დოლარით შემცირდა

44

2016 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 30.1 მლნ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით,  ძირითადად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის გაყიდვით განხორციელებულმა ინტერვენციებმა გამოიწვია.

ეროვნული ბანკის ცნობით, შემცირების მიმართულებით იმოქმედა ხაზინასთან განხორციელებულმა ოპერაციებმაც. აღნიშნული კლება გარკვეულწილად კომერციული ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშებზე ნაშთების ზრდამ გაანეიტრალა.

ზრდაზე ასევე, მცირედით იმოქმედა გადაფასებამ და საპროცენტო შემოსავალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g