LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძის ადგილზე ოთხი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

52

ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძის ადგილზე ოთხი კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის შესახებ ექსპერტმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,ამ კანდიდატურებიდან, ჩემთვის ორი კანდიდატი ნაცნობია, დანაჩენი უცნობი.  მათ სახელებს და გვარებს ვერ ვიხსენებ. უცნაური ის არის, რომ ექსპერტების რაოდენობა 4-5-ჯერ მეტია, ვიდრე მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების რაოდენობა. პირადად მეც არავინ წარმიდგენია, რადგან ამ საკითხს დიდი პასუხისმგენლობით ვუდგები”, – განმარტა რომან გოცირიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროცესი გაგრძელდება და 27 იანვრამდე სხვა კანინატურებიც იქნებიან წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად 27 იანვარი განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g