LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბიბლიოთეკა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების ცენტრს ბიბლიოთეკებს მოუწყობს

51
117194743-292472698493733-1812140010046048741-n

7 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ცენტრის დირექტორმა ავთანდილ მიქანაძემ.

თანამშრომლობის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურების გაუმჯობესება, უკვე არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსება და განახლება.

ბიბლიოთეკების ფუნქციონირების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები