LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება – იხილეთ განრიგი

169
ყტჯ

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2023 წლის გამოცდების დეტალური განრიგი ასეთია:

?ქართული ენა და ლიტერატურა:
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

?მათემატიკა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

?უცხოური ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

?ბიოლოგია
14 ივლისი (პირველი სესია);

?ისტორია
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
18 ივლისი (პირველი სესია);

?ზოგადი უნარები (სომხურად)
18 ივლისი (მეორე სესია);

?ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
18 ივლისი (მეორე სესია);

?გეოგრაფია
19 ივლისი (მეორე სესია);

?ქიმია
20 ივლისი (მეორე სესია);

?სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
20 ივლისი (მეორე სესია);

?სამოქალაქო განათლება
21 ივლისი (მეორე სესია);

?ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);

?ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან.

12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

?სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

12 ივლისი (მეორე სესია).

?საერთო სამაგისტრო გამოცდა
?27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
?28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

?საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა:

?6 ივლისი (პირველი სესია)

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);

?6 ივლისი (მეორე სესია)

მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

?13 ივლისი (პირველი სესია)

სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
მუსიკა;
სპორტი;

?14 ივლისი (პირველი სესია)

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

?19 ივლისი (პირველი სესია)

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

?19 ივლისი (მეორე სესია)

აზერბაიჯანული ენა;
სომხური ენა;

?20 ივლისი (პირველი სესია)

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;

?21 ივლისი (პირველი და მეორე სესია)

კომპიუტერული ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;

?24 ივლისი

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g