LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცედურაში, რომელიც ხვალ იწყება, ცვლილებებია

46

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა –  რეგისტრაცია სამ ეტაპად ჩატარდება.

„აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა – არანაკლებ 1 გამოცდისა).

15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).

ასეთი შესაძლებლობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა – წინა წლებში ტესტების უცხოეთში დასაბეჭდად დაზუსტებული ინფორმაცია თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, 2016 წლიდან პროცესი ამ კუთხითაც გაცილებით მოქნილი გახდება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც naec.ge-ზე განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g