გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 87 ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 52 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 12 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 911 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1429 კუბური მეტრი შეადგინა.
