LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი „ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს გაეცნო

117
fot (4)

„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, უნიკალური „იმერული მუხა”გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვნად დააზიანა.

„ეროვნული სატყეო სააგენტო „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს.

სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები.

„ქუთაისის მუხნარის“ ტყესთან დაკავშირებით ჩვენ არამხოლოდ ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმებს განვიხილავთ, არამედ ტერიტორიის განვითარების იმ მოდელს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

 

 

წელს დავიწყებთ ტერიტორიის შესწავლას, მომზადედბა რეკრეაციული განვითარების გეგმა, რაც კერძო სექტორის და ადგილობრივიმოსახლეობის დაინტერესებისთვის დამატებითი სტიმული იქნება”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგულია9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა.

პერიმეტრი სრულადაა შეღობილი და,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი“,- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g