LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანული ბანკის ქართულ ფილიალში დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა

33

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო” – ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე. როგორც სებ-ში განმარტავენ, ეს გამოწვეულია არა საქართველოში მოქმედი ბანკის პრობლემებით, არამედ აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებით.

“კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო”, რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 პროცენტს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები.

ამასთან, როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g