LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა დღეიდან ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა დაიწყო

185
oqro

დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით მიიღო.

ოქროს სერტიფიკატები და ზოდები 20-გრამიანი და 1კგ-იანი ნომინალისაა. მათი შეძენა კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაა შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გაიყიდება 100 ცალი 20-გრამიანი ოქროს ზოდი, რომელთა გასაყიდი ფასი 3732 ლარია.

1 კგ-იანი ოქროს ზოდების სარეალიზაციო რაოდენობა 10 ერთეულია, ხოლო გასაყიდი ფასი 186 612 ლარი.

ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად დადგინდება.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის მიერ დამზადებულ მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს ყიდის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g