LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთ ექიმს, რომელმაც გიორგი წიკლაურს ქიმიოთერაპია შეცდომით დაუნიშნა, უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერეს

3023
Без-имени-1

“პირველი არხის” გადაცემაში, რომელიც მაკა ცინცაძეს მიჰყავს, ქართველი ექიმების შეცდომებს განიხილავდნენ. ერთ- ერთი ასეთი მძიმე შეცდომა ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა დაუშვეს, რომელთანაც პაციენტი გიორგი წიკლაური მაღალი სიცხით შევიდა.

გიორგი თავად ჰყვება, როგორ დაუსვეს მას სისხლის დაავადების დიაგნოზი და ლეიკემიის მკურნალობა ქიმიოთერაპიი6 დაუნიშნეს. მან კლინიკაც გამოიცვალა, მაგრამ დიაგნოზი იგივე რჩებოდა. ექიმი მას ქიმიოთერაპიის გაკეთებას სასწრაფოდ ურჩევდა, თუმცა პაციენტმა და მისმა ოჯახმა თურქეთში გამგზავრება გადაწყვიტეს, სადაც დადგინდა, რომ გიორგის არ ჰქონდა ლეიკემია და არ სჭირდებოდა ქიმიოთერაპიის კურსი.

ექიმი ამდენ დროს არ მაძლევდა, მეუბნებოდა , რომ თუ სასწრაფოდ ქიმიოთერაპიას არ დავიწყებდი, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრებულიყო. 10 დღე მეგონა, რომ ლეიკემია მჭირდა” – გიორგი წიკლაური

გადაცემას სტუმრობდა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი შეისწავლეს და ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდათ, მათ შორის ერთს ორი თვით და მას ასევე გადამზადების კურსის გავლა დაევალა.

გადაცემის “ფეისბუქ”- გვერდზე განთავსებული ამ ეპიზოდის შემდგომ, არ წყდება მაყურებლის აღშფოთებული კომენტარები. წერენ, რომ სასჯელი ჩადენილი შეცდომის არაპროპორციულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g