LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოიყვანა დათო არჩვაძემ…“ – კობა შემოქმედელისა და ლელუკა თელიას სიყვარულის ამბავი

1430
კობა და ლელუკა

„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, კობა ჭეფხოძე-შემოქმედელი „შუადღეს“ მეუღლესთან, ასევე მომღერალ ლელუკა თელიასთან ერთად ესტუმრა და სიყვარულის ამბავი გაიხსენა:

რვა წელი მომიწია ბრძოლამ. სალაპარაკოც მგონი აღარაფერია, შედეგი სახეზეა. გავიცანი თეატრალურ უნივერსიტეტში. 2003 წელი იყო. ახალშეკრებილები ვიყავით. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოიყვანა დათო არჩვაძემ, ბიჭები უნდა გაგაცნოო. დათო და ლელუკა ბავშვობიდან მეგობრობდნენ…

ლელუკა თელია: 

დათომ მითხრა, ისეთ ბიჭებს გაგაცნობ, რომ გადაირევიო…“

კობა:

მე მაბრალებს ხოლმე, თითქოს ვბლოკავ…

ლელუკა:

სანამ დავქორწინდებოდით, გამოვდიოდი საღამოებზე… რაც კობას გავყევი, დავჯექი სახლში. ვეუბნები ხოლმე, შენ დამბლოკე-მეთქი.

კობა:

თუ რამე დავაშავე, ბოდიშს გიხდი… მინდა აღვნიშნო, არის არაჩვეულებრივი, გაგიჟებული დედა. ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას.

კობა ჭეფხოძე: „მონიკა ბელუჩის ცრემლებიც კი წამოუვიდა, როცა „სულიკო“ ვიმღერეთ…“

ვიდეო: როგორ მღერიან ცნობილი ქართველი შემსრულებლების მეუღლეები და როგორია მათი სიყვარულის ამბები: „8 წელი მაწვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g