LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ერთ წამალზე გვითხრეს, რომ გამოიყენება ძალიან უკიდურეს შემთხვევაში, იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ პრობლემებს, აშშ-ში მთლად რეკომენდირებული არ არის” – სააკაშვილის ადვოკატი

150
ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ისეთ ანტიბიოტიკს ასმევენ, რომელიც აშშ-ში მთლად რეკომენდირებული არ არის და ფსიქიატრიულ პრობლემებს იწვევს.

“ჩვენ ავადმყოფობის ისტორიას, რომელსაც მოვიპოვებთ და ყველა დანიშნულებას, რომელიც ენიშნება მიხეილ სააკაშვილს, იმავე დღესვე ვთარგმნით და ვუგზავნით ცნობილ ექიმებს. ბუნებრივია, შემდეგ ისინი იძლევიან რეკომენდაციას. ერთ-ერთ წამალზე გვითხრეს, რომ ის გამოიყენება ძალიან უკიდურეს შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ წამალს დანიშნავენ, რამდენიმე წამალი ინიშნება, თუ ის წამლები შედეგს არ იძლევა, მხოლოდ ამის შემდეგ და ისიც უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება. ეს იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ პრობლემებს. აღმოჩნდა, რომ აშშ-ში მთლად რეკომენდირებული არ არის, თუმცა საქართველოში ითვლება ერთ-ერთ ძლიერ ანტიბიოტიკად”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ “ტვ პირველთან” და სააკაშვილის მდგომარეობაზეც გააკეთა შეფასება.

“მისი იმუნიტეტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში კვლავ მძიმდება და მძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ “ვივა მედის” ექიმები, როცა ასეთ ძლიერ და საკმაოდ ძვირად ღირებულ წამალს როცა უნიშნავენ, ეს იმას ნიშნავს რომ მართლაც ცდილობენ ჩაუტარონ სათანადო მკურნალობა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად უარესდება ამ ადამიანის მდგომარეობა”, – აცხადებს ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g