LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მცირე ზომის ციხეების შექმნაა, არასრულწლოვანი პატიმრები საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსდებიან: პრემიერი

106
1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

“ჩვენი მომდევნო წლების ერთ-ერთი მთავარი გეგმა და ამოცანა ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნაა,” – გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება, არასრულწლოვანი პატიმრები კი საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსდებიან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზეც მუშაობს, რომლის მიზანიც დისკრიმინაციის აღმოფხვრაა:

“ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა.

ჩვენი მომდევნო წლების ერთ-ერთი მთავარი გეგმა და ამოცანაა ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნა. მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება. არასრულწლოვანი პატიმრები განთავსდებიან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში.” – თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, განვითარდება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება სამართალდაცვის სისტემა, განხორციელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მიზანია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა.

 

ანგარიშის წარდგენის დროს პრემიერმა ასევე ისაუბრა:

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია: პრემიერის ანგარიში

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

ავღანეთში ნატო-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას: ღარიბაშვილი

ეფექტიანად ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად – პრემიერი ზაზა გახელაძესა და ბებუაზე

magti 5g