„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი დათო ბართიაა.
ინფორმაცის სოციალურ ქსელში სალომე სიმონია ავრცელებს.
„ერთ-ერთი, ვინც ვაგზალზე, ბეტონის ქვეშ მოყვა, 40 წლის დათო ბართიაა, სამეგრელოდან, სოფელი ბალდიდან.
უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა. დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თურმე თავს.
მხოლოდ და ჰყოლია, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იყო. საბედნიეროდ, ის გადარჩა,“ – წერს სალომე სიმონია.
ცნობისთვის, თევდორე მღვდლის ათ ნომერში, სადაც გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია.
მომხდარი ნგრევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.