ჯენიფერ ლოპესი ბევერლი-ჰილზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს ყიდის, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ვარსკვლავურ რეზიდენციად მიიჩნევა.
უძრავი ქონება მდებარეობს პრესტიჟულ, ორმაგი დაცვის კარიბჭით შემოსაზღვრულ უბანში, Wallingford Estates. ტერიტორია 5.2 აკრს მოიცავს, ხოლო საცხოვრებელი სივრცე დაახლოებით 3 530 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
სახლში განთავსებულია 12 საძინებელი და 24 სააბაზანო ოთახი. მასშტაბური სივრცე და დახვეწილი არქიტექტურა რეზიდენციას საშუალებას აძლევს, ერთდროულად იყოს როგორც კომფორტული საოჯახო სახლი, ასევე გრანდიოზული მასპინძლობისთვის გათვლილი იდეალური ადგილი.
ჯეი ლოს სახლის საწყისი ღირებულება 52 მილიონი დოლარია.
