LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ კვირაში 200 ლარით 1000-მდე მძღოლი დაჯარიმდა

41

საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის თქმით, 2016 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 7 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, მათ შორის ათასამდე პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის დროს მძღოლი 200 ლარით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ საავარიო ვითარებას ან საცობს ქმნის.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნების “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

“მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მკაცრი ადმინისტრაციული პასუხიმგებლობაა დაწესებული, როდესაც ზემოაღნიშნული დგომა-გაჩერების წესების დარღვევას მოჰყვება საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც საცობი გამოიწვია. ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

“მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევი შეიძლება გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და უფლებამოსილი პირი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს.” (იხილეთ ვრცლად)

 

წყარო: www.resonancedaily.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები