„ერთ ქვეყანას თუ კი დაასახელებთ მსოფლიოში, სადაც შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყა, სილა გააწნა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელად ეს იქნება რა თქმა უნდა, იმის საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რადგანაც პოლიციელზე თავდასხმა ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა ბუნებრივია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, დავით მათიკაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძე მზია ამაღლობელზე: „შეცდომა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დაუშვას, გამოსულიყო და ეთქვა: „შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“… პოლიციელზე თავდასხმა და ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია“
„ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება“ – თქვა კალაძემ.
მათიკაშვილის თქმით, „ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო და ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად, აღნიშნულის მოთხოვნა პირდაპირ შეურაცხყოფს საქართველოს კონსტიტუციას“:
ზურაბ ჯაფარიძე: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ შევხვდით, დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია“
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო, ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად, ასეთი რამ ვერ მოხდება ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველა ვინც, მსგავს რამეს ითხოვს იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ უცხო ქვეყნის კონკრეტული ჩინოვნიკები ამით პირდაპირ შეურაცხყოფენ ისინი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს და იმ საზოგადოებას, რომელიც სამართლიანობას და კანონის უზენაესობას აღიარებს, ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდეს მსგავსი განცხადებებისთვის, რადგანაც ბუნებრივია ასეთ განცხადებებს შესაბამისი პასუხიც უნდა მოჰყვეს და ამ პასუხს აუცილებლად საზოგადოება მათ მოსთხოვთ,“– განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ამ დრომდე შიმშილობს.