LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ სუნთქვად შეკრული ბეთჰოვენის სიმფონია – მაესტრო ნოზედა  (ვიდეო)

685
janadrea-nozeda

„ჩემს არჩევანში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ რწმენით, რომ მუსიკას ნამდვილად ძალუძს გააერთიანოს სრულიად განსხვავებული წარმომავლობის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის ადამიანები. ამიტომაც, დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, როდესაც  „წინანდლის ფესტივალის” მუსიკალურ დირექტორად მიმიწვიეს, იმ იმედით, რომ შევძლოთ კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალი თაობის გაზრდა“ – ასე აფასებს „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს” დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.

მაესტრო მუსიკით ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო გატაცებული, სკოლის დასრულების შემეგ, მან მილანის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო ინსტიტუტის დასრულებისთანავე ადგილობრივი ორკესტრის დირიჟორი გახდა.

90-იან წლებში ნოზედა კონტრაქტს აფორმებს მარინის თეატრთან და  დირიჟორის ამპლუაში წარმატებული სეზონის სერიებს მართავს. სწორედ ამ დროს ის თანამშრომლობს როტერდამის ფილარმონიის ორკესტრთან და ტურინში, თეატრის „რეჟიო“ მუსიკალურ დასთან. ამ საინტერესო კოლაბორაციების შემდეგ ნოზედა იტალიაში ყველაზე პოპულარული კლასიკური მუსიკის ფესტივალის ხელმძღვანელი ხდება.

მისი პოპულარობა 2000-იანებში პიკს აღწევს, როდესაც ჯანანდრეა ნოზედას „ბიბისის ფილარმონიის ორკესტრის” ხელმძღვანელობას აბარებენ და სწორედ ამ პერიოდში გამოდის ბეთჰოვენის 9 სიმფონიად შეკრული ალბომი, რომელიც მაესტროს შემოქმედებაში საუკეთესო ხდება. 2015 წლიდან იწყება ჯანადრეას ნოზედას თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების სიმფონიურ ორკესტრთან. ამავე წელს ის მსოფლოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, „წლის დირიჟორის” მფლობელი ხდება.

დღეს ჯანანდრეა ნოზედა ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მოწვეული დირიჟორია, ხელმძღვანელობს ისრაელისა და ამერიკის ნაციონალურ სიმფონიურ ორკესტრებს. რეგულარულად თანმშრომლობს კლივლენდის, ლა სკალსა და მიუნხენის, ვენის სიმფონიურ ორკესტრებთან.

2016 წელს ის სტოკჰოლმში ნობელის დაჯილდოვების ცერემონიალს მუსიკალურად აფორმებს. მის დისკოგრაფიაში 50-ზე მეტი ჩანაწერია, მათ შორის რამოდენიმე ალბომი საოპერო არიებით. 2016 წელს ნოზედა International Opera Awards-ის მფლობელი ხდება, 2018 წელს კი რომში, სანტა-ჩიჩილიას აკადემიის წევრად ირჩევენ.

8-დან 22 სექტემბრამდე ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის” საპატიო სტუმარია.  2019 წელს წინანდლის ფესტივალი” კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 15 დღიან მუსკალურ დღესასწაულზე ეპატიჟება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g