ადელმა ერთ მსოფლიო ტურნეში 142 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. არსებული ინფორმაციით, 2016-2017 წლებში, მომღერალს ერთ შოუში 1 მილიონს უხდიდნენ. მაშინ ვარსკვლავს ალბომის „25“ მხარდასაჭერი ტურნე ჰქონდა.
აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის კომპანიამ „Remedy Touring“ გაავრცელა. მათ დააზუსტეს, რომ ამ თანხიდან ადელმა 42 მილიონი მიიღო, დანარჩენი კი ხარჯებსა და კომპანიას მოხმარდა.