LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთ თვეში მოიძია 10 000 ლარი და დაამთავრა მნიშვნელოვანი პროექტი სათნოების სახლისთვის“

604
BeFunky-collage (3)

,,ფორტუნას” მკითხველი კარგად იცნობს 14 წლის ქართველ ქველმოქმედს გიორგი ვენკოს, რომელმაც ჰოლანდიაში 40 ათასი შეაგროვა და სოფელ ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა.

გიორგის დედა ქართველი ჰყავს, მამა ამერიკელი და ამჟამად, ჰოლანდიაში ცხოვრობს.

14 წლის ამსტერდამელმა ბიჭმა, საქართველოს მოხუცთა თავშესაფარისთვის ფული შეაგროვა

გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც შექმნა - ,,დავეხმაროთ საქართველოს".

გიორგი ამბობს, რომ მოხუცების დასახმარებლად ძველი სათამაშოები გაყიდა და ჰოლანდიაში სხვადასხვა ფონდებს ბროწლიანის სათნოების სახლში არსებულ მდგომარეობა გააცნო.

,,სკოლაში კლუბი ჩამოვაყალიბე და ყველა ბავშვმა თითო ოჯახიდან 200 ევრო შემოწირა და ესე ნელ-ნელა შეგროვდა ჩვენი თანხები“- ამბობს ახალგაზრდა ფილანტროპისტი.

როგორც გიორგის დედა, თიკა სვანიძე სოციალურ ქსელში წერს, გიორგის შეხვედრა სათნოების სახლში საკმაოდ ემოციური იყო.

,,გიორგიმ ერთ თვეში უფლის ნებით მოიძია 10.000 ლარი და დაამთავრა თავისი მეოთხე ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი სათნოების სახლისთვის. მან სათნოების სახლს დაუყენა მზის და წყლის გამათბობელები რომელიც მათ 8-10 ათას ლარს დაუზოგავს წელიწადში და ეს თანხა ბენეფიციარების ჯანმრთელობას მოხმარდება”- წერს თიკა სვანიძე

https://www.facebook.com/TikaSvanidzeVancko/videos/pcb.10217216053846047/10217216040725719/?type=3&theater

გიორგის საქველმოქმედო საქმიანობამ მოტივაცია მის ძმებსაც გაუჩინა.

“სიკეთე გადამდებიაო, დედიკო ჩვენც გვინდაო რამე გავაკეთოთ და ჩვენც დავეხმარებითო სხვა სათნოების სახლსო”- ამბობს გიორგის დედა “იმედის დილასთან” საუბრისას

ცნობისთვის, ბიჭების დედა, თიკა სვანიძე ტურისტული კომპანია Tika Tours-ის ხელმძღვანელია. სწორედ ამ კომპანიამ წარადგინა საქართველო გასულ წელს ყვავილების საერთაშორისო ფესტივალზე. ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა ტომოჰონის ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.

გიორგი გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ გეგმავს რეგიონში არსებულ სხვადასხვა სათნოების სახლებს დაეხმაროს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g