ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ბოქლომი ადევს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დროს განხორციელებული შეწყალების აქტები და აღნიშნულს სამარცხვინო უწოდეს. ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარი ინიციატივით არ მიიღებდა.
მათი თქმით, ,,მკვლელების შემწყალებელი პრეზიდენტი უნდა იყოს დაბმული”
ადმინისტრაციასთან შეწყალებების გასაპროტესტებლაც აქციები გამართეს, როგორც მოძრაობა #სირცხვილიამ, ისე ნაციონალურმა მოძრაობამაც.
„ეს არის ჩელენჯი-„დააბი პრეზიდენტი“ , რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიღალეთ მისი არადეკვატური და მავნებლური გადაწყვეტილებებით. ქალი, რომელმაც შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი, ქალმა, რომელმაც შეიწყალა 18 წლის მოზარდის მკვლელი, ქალმა, რომელმაც შეიწყალა ძებნილი პირი, ქალმა, რომელმაც თავის სახელმწიფოს ომის დაწყება დაბრალა, ეს ქალი ნამდვილად არის დასაბმელი“,-აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
,,ის ძალიან განიცდის საზოგადოების უარყოფით რეაქციას"
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დევაძე მოკლული პოლიციელის სახელზე ეკლესიას ააშენებს
საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.
როგორ აკრიტიკებდა პატიმრების შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს [ვიდეო]