LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს…შევხვდებით ოქტომბერში“ – ხვიჩა კვარაცხელია

120
2024-09-12_22-09-32_814944

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს, – აღნიშნულის შესახებ ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

მთავარი ფოტო: ეროვნული ნაკრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები