LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ გამოწვევა, რომელსაც კორონავირუსული პანდემია ეწოდება: ამირან გამყრელიძე კოლეგებს ახალ წელს ულოცავს

68
FORTUNA.GE-

“თითოეული თქვენგანის შრომა არის შეუფასებელი. 2020 წლის განმავლობაში, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მაქსიმალური დატვირთვით, დაუღალავად ებრძოდით ამ უდიდეს გამოწვევას და ამავე დროს, აგრძელებდით ჩვეულ საქმიანობას.
ჩვენი ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ არ დამთავრებულა და მე მჯერა, რომ მომავალშიც თითოეული თქვენგანი ჩვეული შემართებითა და მხნეობით გააგრძელებს იმ საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა ეწოდება.” – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი კოლეგებს ახალ წელს ულოცავს.

ამირან გამყრელიძე კოლეგებს მადლობას უხდის იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მედიცინის მუშაკებმა გასწიეს 2020 წლის განმავლობაში, ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიდემიოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

“2020 წელი გამორჩეული იყო იმ დიდი გამოწვევით, რაც კორონავირუსული დაავადების პანდემიით აღინიშნა მსოფლიოში. მსგავსი მასშტაბებისა და სიძლიერის საფრთხის წინაშე დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით ას წელიწადში ერთხელ დგება და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე იდექით საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ამ ფრიად სერიოზულ საფრთხესთან გასამკლავებლად.

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა, რომ 2021 წელი თითოეული თქვენგანისა და თქვენი ოჯახებისთვის იყოს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულისა და სიკეთის მომტანი და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ის დიდი გამოწვევა, რომელსაც კორონავირსუსული პანდემია ეწოდება. თქვენი იმედი ყოველთვის აქვს ქართულ საზოგადოებას და ღმერთმა ნუ მოუშალოს.” – აღნიშნულია  მიმართვაში.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

როგორც “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სახლში და გადის თვითმკურნალობას.

magti 5g