LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად უნდა უზრუნველვყოთ ხორცშესხმა განათლების რეფორმის – პრემიერი ღია პლატფორმას აანონსებს

86
mamuka baxtadze

ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ხორცშესხმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის, რომელიც სცდება რეფორმის ჩარჩოებს და ჩემი ღრმა რწმენით, გახლვათ ეროვნული იდეა,- ამის შესახებ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა ღია პლატფორმის შექმნა დაანონსა, რომლის საშუალებით რეფორმის განხორციელების პროცესში დაინტერესებული პირები ჩაერთვებიან.

“მე დღეს მინდა დავაანონსო ერთგვარი ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს როგორც ონლაინ ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, ლექტორები, ჩვენი სტუდენტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე,”- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g