LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ოლიმპიელებს – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

586
პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 11 დღეა, სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებიან. მათ შორის არიან ქართველი ოლიმპიელებიც, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით წარადგენენ. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველი ოქრო ლაშა ბექაურმა მიიღო. მან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოში. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ჯუდოკა ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა. ამასთან, ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კრივში – ეს არის პირველი მედალი, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ბოლო 24 წლის განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში მიიღო.

ოლიმპიადა გრძელდება, ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობის განრიგი კი ასეთია:

6 აგვისტო

  • რობერტ კობლიაშვილი – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 97 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები

7 აგვისტო

  • რობერტ კობლიაშვილი – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 97 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
  • რამაზ ზოიძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 67 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
  • ლაშა გობაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 87 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
  • შოთიკო მიშველიძე – ძალოსნობა 61 კგ

8 აგვისტო

  • რამაზ ზოიძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 67 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
  • ლაშა გობაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 87 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
  • ვლადიმერ გამყრელიძე – თავისუფალი ჭიდაობა 86 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები

9 აგვისტო

  • ვლადიმერ გამყრელიძე – თავისუფალი ჭიდაობა 86 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
  • გენო პეტრიაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 125 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები

10 აგვისტო

  • გენო პეტრიაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 125 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
  • გოდერძი ძებისაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 65 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
  • გივი მაჭარაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 97 კგ, 1/8, 1/4, 1/2 ფინალები
  • ირაკლი ჩხეიძე – ძალოსნობა 102 კგ
  • ლაშა ტალახაძე – ძალოსნობა 102 კგ+

11 აგვისტო

  • გოდერძი ძებისაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 65 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი
  • გივი მაჭარაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 97 კგ, დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა III ადგილისთვის, ფინალი

არ გაჩერდეთ, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის სთორებს ინსტაგრამზე და გაეცანით მიმდინარე დღის განრიგს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.