LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, ზიზღის ენა, ადამიანების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია“ – პაატა მანჯგალაძე

118
პაატა მანჯგალაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, რადგან ზიზღის ენა, ადამიანების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია“.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიძულვილის ენა იარაღად აქცია.

„რადიკალებისთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“ – გივი მიქანაძე

„ჩვენი კამპანია – ერთიანობა, ამიტომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ზიზღის ენაზე, ქართველების ერთმანეთზე დაგეშვასა და დაყოფაზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის მხარესაა. ჩვენ გვინდა ერთიანობა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება – ოპოზიციას, თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის გაქრობაა. კიდე მე ვლაპარაკობ ზიზღის ენით? ჩვენ არ ვაპირებთ გივი მიქანაძისა და „ქართული ოცნების“ გასამართლებას, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეები გააქრობენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g