LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი მარჩენალი გარდაეცვალა…გმირი დედა, რომელიც 10 წელზე მეტია კომაში მყოფ შვილს უვლის, ჰაერში აღმოჩნდა“

69368
c49e75392fa0-640x480

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი მთვარაძე წერს, რომ კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას ერთადერთი მარჩენალი ბებია გარდაეცვალა, რომელიც სარჩოსაც მოწყალების თხოვნით შოულობდა.

მთავარაძე მოქალაქეებს, ჯაბასა და მისი დედის გადასარჩენად ,თუნდაც მიზერული თანხით , დახმარებას სთხოვს.

“მოკლედ, თქვენ კი ახლა “სხვა გონკებში ხართ”, მაგრამ ოდესღაც, როცა გადაფასების დრო მოვა მეც და თქვენც (ზოგი უფრო ადრე და ზოგი უფრო გვიან) მივხვდებით – უბრალოდ მეტი სიკეთე უნდა გვეკეთებინა და ერთმანეთის მეტი სიყვარული გვქონოდა, სხვა არაფერი.

მაგ დროს აღარც ეს მსუბუქად რომ ვთქვა “მოხერხებული ბიჭი” გაგვახსენდება, არც “თბილისი პრაიდის” 2 კაცი, არც, კიდევ მსუბუქად ვიტყვი, შერყეული ვასაძე და კიდევ ბევრი არც. ჰოდა, რისი თქმა მინდა, დღეს ჯაბა ბოჯგუას გარდაეცვალა ბებია, რომელიც ერთადერთი მარჩენალი ყოფილა ოჯახის და იმ სარჩოსაც მოწყალების თხოვნით შოულობდა, თურმე. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარი საზრუნავი ის არის, რომ გმირი დედა, რომელიც 10 წელზე მეტია ჩავარდნილ, კომაში მყოფ შვილს უვლის ჰაერში აღმოჩნდა. მე კარგად ვიცი რა არის შვილის დარდი და რა ტკივილია ეს. ისიც ზუსტად ვიცი, თუ რას ნიშნავს, როცა მისი 1 წამით დატოვებაც კი არ შეგიძლია. აი, ამ ყველაფერს დამატებული უსახარობა – ალბათ სიკვდილის ტოლფასია. ნუ გავიმეტებთ ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ტანჯვისთვის, რა. ეყოთ. ბევრჯერ გვინანია, მაგრამ გვიანი ყოფილა და იგივე რომ არ დაგვემართოს ვისაც სურვილი გექნებათ, ყოველთვიურად სულ რომ მიზერული თანხა გადავდოთ ჯაბას და მის დედას გადავარჩენთ ? ჩვენთვის სულ ცოტა ამ ადამიანებისთვის ძალიან ბევრი იქნება ? თქვენი იმედი მაქვს, მე მარტო ვერაფერს ვიზამ ❤

GE26TB7447145061600017 ჯაბას დედის ანგარიშის ნომერია ?

0901 700 039 – დარეკვითაც შეგვიძლია

მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, დღეს დი­ლით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, 83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღის წინ, მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა. მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და და ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა წლებია, კომაშია და მის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს.

ახალგაზრდებმა ჯაბა ბოჯგუას ბებიას, რომელიც მოწყალებას ითხოვს, საახალწლოდ თანხა შეუგროვეს (ვიდეო)

31 დეკემბერს განსაკუთრებულად შეხვდება მოხუცი ბებია, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ბანკთან მოწყალებას ითხოვს ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g