მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ (20 აგვისტოს ნომერი) იმ დიდი სიყვარულის შესახებ ჰყვება, რომელიც მას და მის მსახიობ მეორე ნახევარს ერთმანეთთან აკავშირებთ.
ერთი ქალიშვილი მყავს, ნინი დასულ იმას ვეუბნები, შენ და შენი მეორე ნახევარი ასაკში რომ შეხვალთ, მინდა, ისეთი სიყვარული გქონდეთ, როგორიც მე და მახოს გვაქვს-მეთქი. ასაკში ასეთი გრძნობის განცდა უდიდესი ბედნიერებაა. ძალიან ბედნიერი ვარ და ხანდახან ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმის მეშინია.
მალხაზმა თქვენებს ოფიციალურად სთხოვა თქვენი ხელი?
არა, ოფიციალურად არ უთხოვია, უბრალოდ, მოვიდა ჩემი ქალიშვილის გასაცნობად. ოჯახური სუფრა გაიშალა, ერთმანეთი გაიცნეს და მერე მასთან გადავედი.
როგორი იყო თქვენი ქალიშვილის რეაქცია?
ერთადერთი, რაც ჩემმა შვილმა, ნინიმ მითხრა, იყო ეს – დედა, მე ვერ დაგარიგებ, ასაკიც გაქვს და გამოცდილებაც, მაგრამ გთხოვ, უკან აღარ მობრუნდეო. ნინის და მალხაზს ძალიან უყვართ ერთმანეთი, დიდ პატივს სცემენ ერთიმეორეს…
ფოტო: „სიყვარულს ასაკი არ აქვს“ – როგორ მიულოცა მალხაზ ქვრივიშვილს მეუღლემ დაბადების დღე