LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი, რაც გაქვს, უბრალო, შავი ფანქარია, რომლითაც შეგიძლია, ადამიანიც კი გააცოცხლო“ – გაიცანით ხელოვანი მარიამ სიხარულიძე, რომლის პორტრეტებშიც ცნობილ ქართველ მსახიობებს, ფილმებისა და მულტფილმების გმირებს ახალი სიცოცხლე ეძლევათ

152
მარიამ სიხარულიძე

ახალგაზრდა ხელოვანი მარიამ სიხარულიძე ფანქრით ქმნის პორტრეტებს, სადაც ცნობილ ქართველ მსახიობებს, ფილმებისა და მულტფილმების გმირებს ახალი სიცოცხლე ეძლევათ

საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემა – „ახალი დღე“ საკუთარ რუბრიკაში მაყურებელს კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას აცნობს – მარიამ სიხარულიძე ხელოვანია, რომელიც ფანქრით ცნობილი ქართველი მსახიობების, ფილმებისა და მულტფილმების გმირების პორტრეტებს ქმნის და მათ ახალ სიცოცხლეს სძენს.

როგორც მარიამი აღნიშნავს, ის 3 წლის ასაკიდან ინტენსიურად ხატავს.

„მამას ძალიან უყვარს ქართული ფილმები და მულტფილმები და ერთად ვუყურებდით, ამ პერიოდიდან დაილექა ჩემს გონებაში ქართული ფილმები და მსახიობები. ახლაც, იმიტომ ვხატავ ამ პორტრეტებს და კადრებს, თითქოს იმ პერიოდში მაბრუნებს. იმდენად ლეგენდარული ხალხია, თუნდაც სესილია თაყაიშვილი, თუნდაც სხვა, რომ მხოლოდ ფილმების ჩანაწერები არ უნდა დარჩეს და 10-20 წლის შემდეგ რომ ნახავს ვიღაც, იცოდეს ვინ არის…

ჩემი აზრით, პორტრეტების ხატვა, ყველაზე კარგად ფანქრით გამოდის, ერთადერთი, რაც გაქვს, უბრალო, შავი ფერის ფანქარია, რომლითაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, ადამიანიც კი გააცოცხლო“, – აღნიშნავს მარიამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g