პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, პრემიერ გახარიას გადადგომა ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს, რაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააღრმავა.
ჯაფარიძის თქმით, ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეძლოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუბრუნდეს, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებელია ოპოზიციის ერთიანობა.
“ეს არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი და მას შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა, რაც ნიკა მელიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება, თორემ სხვა, არაფერი. თუ ვინმეს შერჩა გონიერება, ახლა რაც არის გასაკეთებელი, ოპოზიციის მიერ ერთიანი პოზიციაა, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე იყო და რომელიც 4 პუნქტისგან შედგება, თავისი ახალი არჩევნებით. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეძლოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუბრუნდეს, შეძლოს ოთხივე პუნქტის შესრულება, რაც ნიკა მელიამაც თქვა,” – ზურა ჯაფრიძე.