მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, „გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში“.
„ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო”, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს.
კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.
ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.