LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი საათი, რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა

76

ერთადერთი საათი, რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა, ბოსტონში გამართულ აუქციონზე 1,6 მილიონ დოლარად გაიყიდა . Bulova-ს ფირმის საათი ასტრონავტ დეივ სკოტს ეკუთვნოდა. მთვარეზე მისიის დროს 1971 წელს, „აპოლონ 15“-ის ასტრონავტის საათი, რომელიც Omega-ს ფირმის იყო, მწყობრიდან გამოვიდა და მან სკაფანდრზე უკვე ცნობილი Bulova დაიმაგრა. საათმა იმოგზაურა მთვარეზე და შემდეგ ასტორნავტების დაშვებასთნ ერთად ოკეანეშიც იცურავა. Bulova და Omega კონკურენტი ფირმები იყვნენ, რომლებმაც NASA-ს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვა ფირმამ Omega, თუმცა Bulova-ს საათები 46 კოსმოსურ პროექტში გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები