LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი შვილი რომ გარდამეცვალა, ოთხი წელი მარტო ვიყავი და ვერც ვიფიქრებდი, თუ შვილები მეყოლებოდა. ღმერთის ნებით, ორი ვაჟკაცი შემეძინა…“ – დიზაინერ ნანა მელქაძის რთული გზა

1632
b9e2c12c-e52f-4a7f-afce-87f29c3e6064

დიზაინერი ნანა მელქაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (22 დეკემბრის ნომერი) საუბრობს გადატანილი ტრაგედიის შესახებ:

„ერთადერთი შვილი რომ გარდამეცვალა, ოთხი წელი მარტო ვიყავი და ვერც ვიფიქრებდი, თუ შვილები მეყოლებოდა. ღმერთის ნებით, ორი ვაჟკაცი შემეძინა, მაგრამ მანამდეც, რთულ წლებში, ყველა ბავშვი მიყვარდა. არავინ უნდა შეეხოს სხვის შვილებს, მით უმეტეს, ჩემთვის შვილი ჩემი წარსულში მომხდარის გამო ხელშეუხებელი თემაა. მე არავის ვაწუხებ ჩემი წარსულით. ეს ჩემს გულშია, ცხოვრებას ვაგრძელებ, ვიცინი, შვილებს ვპატრონობ, მეგობარი ვარ, საქმეს ვაკეთებ…

მეორე ოჯახი დამენგრა, მაგრამ ამის გამო თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ, პირიქით, ბოროტებაზე გავიმარჯვე.

იცით, როდის დავმარცხდი? როცა შვილი დავკარგე. მაშინ ვიყავი ყველაზე უძლური. ის ჩემი აღზრდილი იყო, დიდი ამაგი მქონდა ჩადებული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g