საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას ეხმაურება და წერს, რომ ახლა ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია.
“ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ”.- წერს მიხეილ ჯანელიძე.
ცნობისთვის, მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა.
აქვე გეტყვით, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს 15:00 საათზე აქციას გეგმავენ, სამართალდამცავების მობილიზება ხდება. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.