LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი ზომა, რაც იმ ორგანიზაციებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონს“ დაარღვევენ, 25 000-ლარიანი ჯარიმაა, ეს არის და ეს, მორჩა – არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება“ – კობახიძე

121
ირაკლი კობახიძე

ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, მას დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა – არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „თუ არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რა ბედი ეწევათ ორგანიზაციებს“.

კობახიძის მტკიცებით, კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული.

„არაფერი, გამოიწერება ჯარიმა და ეგ არის. თქვენ იცით, რომ ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული კანონით. ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი ჯარიმა, ეს არის და ეს, მორჩა, ამით ყველაფერი მთავრდება. არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, მას დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები