LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად ყოფნა მოგვნატრებია

31

 

გადაცემას ”რადიო დუეტი” რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები – მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი და არჩილ ცანკაშვილი ესტუმრნენ.

 

– რა ხდება თქვენს თავს, როდის ჩამოხვედით, როდის მიდიხართ?

 

მამუკა: – როგორც მე ვხედავ აქ არაფერი არ ხდება, არ არის კონცერტები… ჩვენი წასვლა განაპირობა სწორედ ამან. როდესაც ადამიანი შრომას ხარ მიჩვეული, გენატრება სცენა, ფიქრობ, რომ სხვაგან იპოვო ეს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრეთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ვაკეთებთ იმავე საქმეს, რასაც ვაკეთებდით საქართველოში, ვთესავთ ქართულ სულს. მე პირადად კორპორატიულ საღამოებზე ვარ გადართული, როგორც რუსულ, ისე ქართულ საღამოებზე. დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ, თქვენი ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით და ვართ. ჩვენ გისმენთ ხოლმე, როდესაც დრო გვაქვს. ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი ახალი სიმღერაა, რომელსაც ასე ჰქვია ”ერთად ყოფნა მოგვნატრებია”. საქართველოში გადავიღეთ კლიპი. ეს მარტო ჩვენი სათქმელი არ არის, ეს მთელი ქართველი ემიგრაციის სატკივარია. ია ნინიძე და გოგა პიპინაშვილი მონაწილეობენ ჩვენთან ერთად კლიპში. ტექსტის ავტორი გახლავთ ნანა ცინცაძე. სიმღერას ასრულებენ მამუკა ონაშვილი, გიორგი მელიქიშვილი, თემურ თათარაშვილი, ანგელინა კაპლანი, გიგა კვენეტაძე, არჩილ ცანკაშვილი, ზურა დოიჯაშვილი და აჩი ფურცელაძე. რეჟისორი არის ალექსანდრ სუტკინი. სიმღერა მოსკოვში დამზადდა.

 

ცანკა: – მე სოლო სიმღერებზე დაწყებული მაქვს მუშაობა, დათო უგრეხელიძე მიდგას გვერდით. სანამ წავალ, პირადად მე ზურა დოიჯაშვილის ნაჩუქარ სიმღერას ჩავწერ და დაგიტოვებთ.

 

მამუკა: – მე ისე წავალ აქედან, რომ არაფერს არ დაგიტოვებთ და მომავალ წელს სრულიად განახლებული იმიჯითა და განახლებული რეპერტუარით დაგიბრუნდებით.

 

ზურა: – ეხლა ისე ვარ, რომ თითქოს ახლიდან ვიწყებ ყველაფერს და გავაკეთებ რაიმეს ისეთს, რომ ყველას ესიამოვნოს.

 

ზურა: – მე და აჩიკო ერთად ვმუშაობთ. მუსიკოსი და ხელოვანი ადამიანი სადღაც უნდა გადიოდეს. ბევრი მიწვევვა და კორპორატიული საღამო გვაქვს. ახალი სიმღერის იდეა ქართველ ებრაელს, ანგელინა კაპლანს ეკუთვნის. მეგობრობაზე გვინდოდა სიმღერის გაკეთება და გადავწყვიტეთ იქ მცხოვრებ მეგობრებს ჩაგვეწერა

 

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ერთად ყოფნა მოგვნატრებია

 

AudioQARTULI ESTRADIS VARSKVLAVEBI – ERTAD KOPNA MOGVNATREBIA



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

Audiomamukaonashvili

 

 

 

მამუკა ონაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი – ვიდეო კოლაჟი

 



 

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ერთად ყოფნა მოგვნატრებია

 






ფოტოები


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები